არჩილ გორდულაძე: ნებისმიერი ჩარევა საარჩევნო პროცესში, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს

შიდა საქმეებში ჩარევა აკრძალულია, მათ შორის გაეროს სადამფუძნებლო დოკუმენტებით და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ იკადრებს, რომ რომელიმე სხვა ქვეყნის საქმეებში ჩაერიოს,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ნებისმიერი ჩარევა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს.

„შიდა საქმეებში ჩარევა აკრძალულია, მათ შორის გაეროს სადამფუძნებლო დოკუმენტებით და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ იკადრებს, რომ რომელიმე სხვა ქვეყნის საქმეებში ჩაერიოს, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული პირები თავს უფლებას აძლევენ განცხადებები გააკეთონ მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს და კატეგორიულად მიუღებელია“, – განმარტავს დეპუტატი.

ინფორმაციისთვის, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ და ოპოზიციის სასარგებლოდ, 21 დღეში 90 განცხადება ფიქსირდება – „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროცესებში უცხოური ჩარევის შესახებ მონიტორინგის შედეგებს, სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატებს გაუგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები