დავით მათიკაშვილი: მოვიდა დრო, რომ „ენჯეოს“ მანტიაში გადაცმულობის ნაცვლად, ყველამ საკუთარი პოლიტიკური მიზნები განაცხადოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

დეპუტატის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ „ენჯეო“ სექტორის ნაწილი ოპოზიციური პარტიებისგან არაფრით განსხვავდება.

„მოვიდა დრო, რომ ტყუილების, „ენჯეოს“ მანტიაში გადაცმულობის და რაღაც ფსევდო პროცესებში ჩართულობის ნაცვლად, ყველამ განაცხადოს საკუთარი პოლიტიკური მიზნები. ის, რომ გიგაური წლების განმავლობაში წარმოადგენს არა „ენჯეოს“, არამედ პირდაპირ არის აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები