ირაკლი კირცხალია „ენჯეოების“ ნაწილზე: ღიად გამოჩნდა, რომ რეალურად არასდროს ყოფილან დაკავებულები იმ საქმიანობით, რაც წესდებაში უწერიათ

უკვე ღიად ჩაერთნენ საარჩევნო კამპანიაში,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია აცხადებს.

დეპუტატი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ
ღიად გამოჩნდა, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები
რეალურად არასდროს ყოფილან დაკავებულები იმ საქმიანობით, რაც წესდებაში უწერიათ.

„უკვე ღიად ჩაერთნენ საარჩევნო კამპანიაში. ღიად გამოჩნდა, რომ რეალურად არასდროს ყოფილან დაკავებულები იმ საქმიანობით, რაც წესდებაში უწერიათ. რეალურად გამოჩნდა, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ იმ შავი ფულის, იმ თავიანთი სპონსორებისგან და ლობისტებისგან წამოსული თანხების გამტარები, რომლებიც აქ ხმარდებოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის დანაყოფებს, რომლებიც წარმოდგენილები არიან დესტრუქციისთვის. ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა“, – აცხადებს კირცხალია.

ინფორმაციისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები