ლევან მაჭავარიანი: ეტყობა ვერ მოიცალა ქალბატონმა ზურაბიშვილმა ამნისტიის კანონის ხელმოსაწერად, იმდენად არის დაკავებული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით

ეტყობა ვერ მოიცალა ქალბატონმა ზურაბიშვილმა, იმდენად არის დაკავებული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი სპეციალურად, ცდილობს საზოგადოებაში დაძაბულობა და აჟიოტაჟი შემოიტანოს.

„ათასობით ოჯახი ელოდება თავიანთი შვილების, მეუღლეების გათავისუფლებას და სპეციალურად აკეთებს ამას, რომ მეტი აჟიოტაჟი და დაძაბულობა შემოიტანოს საზოგადოებაში. თან ეტყობა ვერ მოიცალა ქალბატონმა ზურაბიშვილმა, იმდენად არის დაკავებული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით. იცლის მხოლოდ ისეთი საქმეებისთვის, რაც მისი მოვალეობა კი არ არის და კანონი უკრძალავს. ის ეწევა ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. პირდაპირ ვიცით, რომ უნდა იყოს ზეპარტიული და ჩვეულებრივად მოვლენილი გვყავს, როგორც რადიკალური ოპოზიციის ლიდერი“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილს ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. შესაბამისად, კანონპროექტი ძალაში ვერ შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები