გიორგი კალანდარიშვილი: საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ორგანიზება მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი, რამაც გამოიწვია არაერთი მითის თუ დეზინფორმაციის ფორმირება

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ორგანიზება მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი, რამაც გამოიწვია არაერთი მითის თუ დეზინფორმაციის ფორმირება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„პირი საკონსულო აღრიცხვაზე თუ არ იმყოფება, მას შემდეგ, რაც კონკრეტულ ლოკაციებზე საარჩევნო უბნები შეიქმნება, უნდა გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე, დაწეროს განცხადება საარჩევნო რეგისტრაციაში გატარების მიზნით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს თუ აკმაყოფილებს, ექნება შესაძლებლობა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია პირის ფიზიკურად გამოცხადება, რათა მოხდეს მისი ვერიფიცირება-დადასტურება, რომ ის ნამდვილად იმყოფება იმ კონკრეტულ ქვეყანაში, შესაბამის წარმომადგენლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სათანადო პროცედურების განხორციელება“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, უცხოეთში საარჩევნო უბნები არაუგვიანეს 26 სექტემბერს შეიქმნება და რეგისტრაცია მეორე დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მნიშვნელობა, ადამიანი კონკრეტულ ქვეყანაში ლეგალურად იმყოფება თუ არალეგალურად, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევები ცესკო-ს კომპეტენციაში არ შედის და ამაზე საუბარი მისი ინსტიტუციის მხრიდან უხერხულია, თუმცა 16-წლიანი საქმიანობის პრაქტიკაში არ ახსოვს შემთხვევა, რომ ამას პირის დეპორტაცია ან სხვა სამართლებრივი რეაგირება მოჰყოლოდა.

ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნების გახსნა შესაძლებელია მხოლოდ საკონსულოებსა და საელჩოებში, რაც მსოფლიო პრაქტიკა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები