ირაკლი კირცხალია: გახარიამ, მისმა პარტიულმა გუნდმა და პარტნიორებმა იციან, არანაირი შანსი არ აქვთ, ბარიერს მიუახლოვდნენ მაინც, მაგრამ ეს არ უშლის მათ უტიფრობას ხელს, არწმუნონ შალელაშვილის დონის ბიზნესმენები, რომ ისინი ლახავენ ბარიერს

გახარიამ, მისმა პარტიულმა გუნდმა და პარტნიორებმა იციან, არანაირი შანსი არ აქვთ, ბარიერს მიუახლოვდნენ მაინც. მაგრამ ეს არ უშლის მათ უტიფრობას ხელს, რომ არწმუნონ შალელაშვილის დონის ბიზნესმენები, რომ ისინი ლახავენ ბარიერს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალია გამოეხმაურა „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გიორგი გახარია შოთა შალელაშვილს პარტიულ სიაში, ხუთეულში ადგილის სანაცვლოდ 2 მილიონ ლარს სთხოვს.

„გახარიას ბევრი რამ სჭირდება ამ წინასაარჩევნოდ, დარწმუნებული იყოს საზოგადოებაც და მისი ამომრჩეველიც. მის და მისი პარტიის ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, არა მგონია, რომ დიდი პრინციპებით, ერთგულებითა და პატრიოტიზმით გამოირჩეოდნენ, ამაზე ფაქტებით ვსაუბრობ.

რაც შეეხება ბატონ შალელაშვილს, ყველამ ვიცით, რომ არის ბიზნესმენი, აქვს რაღაც გარკვეული შესაძლებლობა.

გახარიამ, მისმა პარტიულმა გუნდმა და პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ყველანაირი კვლევით, რომ არანაირი შანსი არ აქვთ, ბარიერს მიუახლოვდნენ მაინც. მაგრამ ეს არ უშლის მათ უტიფრობას ხელს, რომ არწმუნონ შალელაშვილის დონის ბიზნესმენები, რომ ისინი ლახავენ ბარიერს. ეს არის ისევ სერიალების გაგრძელება, რომლებსაც, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, უფრო მეტს და მეტს ვნახავთ. ერთი ატყუებს მეორეს, რომ მოდის ხელისუფლებაში და სჭირდება დაფინანსება და არ გამოვრიცხავ, რომ დამფინანსებელმაც შემდეგ დაფინანსების შუა გზაში მოატყუოს ან არ ჰქონდეს დაფინანსება“, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები