აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართეს

აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ბათუმში გამართეს, – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ლევან მგალობლიშვილმა და თორნიკე რიჟვაძემ ერთმანეთს კოლეგა მინისტრები წარუდგინეს და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაში გაიმართა, ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის მხრიდან – ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, კულტურის და განათლების მინისტრი დავით მორგოშია, იუსტიციის მინისტრი – გიორგი ძიგუა, აჭარის მთავრობის მხრიდან კი – ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და განათლების მინისტრი – მაია ხაჯიშვილი.

ლევან მგალობლიშვილმა თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში მცხოვრები დევნილი საზოგადოების მიმართ მზრუნველობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში სოხუმში გაიმართება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები