ჰერმან საბო – ზურაბიშვილის ქარტიაზე: რა უნდა ქნას ქალბატონმა პრეზიდენტმა, ხომ არ დაიჭერს და ტაკოზე ხომ არ გატყეპს, ვინც ცუდად მოიქცევა

“შემოთავაზებულ ქარტიის შეთანხმების შესრულების გარანტორები პიროვნებები ვერ იქნებიან. რა უნდა ქნას ქალბატონმა პრეზიდენტმა, ხომ არ დაიჭერს და ტაკოზე ხომ არ გატყეპს, ვინც ცუდად მოიქცევა”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, ჰერმან საბომ “დღის კურიერში”, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ ქარტიაზე საუბრისას აღნიშნა.

“ჩვენ შევთავაზეთ, ამ ქარტიაზე აგვეგო წინასაარჩევნო კამპანია – დავსხდეთ, ლაივ სტრიმი ჩავრთოთ, ვილაპარაკოთ, გავაუმჯობესოთ – ბევრი სისულელე წერია იქ. ეს შემოიტანდა ნდობას, რომ ეს ხალხი მართლა სერიოზულად ლაპარაკობს იმაზე, რაც იქ წერია და უნდათ ამის გაკეთება. ასეთი პროცესი რადგან არ ვიხილეთ, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს გარანტორი. მეტიც, მგონია, რომ გაქრება ეს ქარტია მას შემდეგ, რაც ოპოზიცია მოიგებს – მოსახლეობას არ ახსოვს ეს ქარტია, კვლევებიც ამას აჩვენებს, 60-70%-მა არც კი იცის ამ ქარტიის შესახებ და შიგნით რა წერია, ის არ იცის დანარჩენმა 30%-მა, გაუგია უბრალოდ.

ვერ დამაჯერეს ჩემმა კოლეგებმა, რომ ისინი თუ მთავრობას ჩამოაყალიბებენ შემდეგ, ერთ წელიწადში დაშლიან ამ მთავრობას და არჩევნებს თავიდან ჩაატარებენ”, – განმარტა ჰერმან საბომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები