“რაც უფრო მოახლოვდა არჩევნები, უფრო მეტად ვხედავთ პოლიტიკურად განულებულ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაუფარავად აწარმოებს ნეგატიურ კამპანიას” – კირცხალია

“რაც უფრო მოახლოვდა არჩევნები, უფრო მეტად ვხედავთ პოლიტიკურად განულებულ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომელიც პირდაპირ, ღიად და დაუფარავად ნეგატიურ კამპანიას აწარმოებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი კირცხალია აცხადებს.

„ასე რომ, პირდაპირ მათი ლობისტები, სამწუხაროდ, მათი ლობისტები, ეს იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უკვე ღიად, ნათლად და პირდაპირ ჩაერთნენ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია წინასაარჩევნო პერიოდში და პირდაპირ არღვევენ იმ ჩაურევლობის პრინციპს, რომელიც საერთაშორისო დონეზეა გამყარებული. ამიტომ, ჩვენი მხრიდან, ეს ყველა მონაცემი, როგორც გაჟღერდა ბრიფინგზე, აუცილებლად გადაეცემა როგორც სადამკვირვებლო მისიებს, ასევე ყველა დიპლომატიურ მისიას. ვიმედოვნებთ, ობიექტურად ეს ყველაფერი დასკვნაში მოხვდება“, – აღნიშნავს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები