“რა კარგია, რომ „ენდიაი“ აღარ აქვეყნებს კვლევებს, ამით მაინც ხომ დაისვენა ქართულმა საზოგადოებამ” – პაპუაშვილი

“რა კარგია, რომ „ენდიაი“ აღარ აქვეყნებს კვლევებს, ამით მაინც ხომ დაისვენა ქართულმა საზოგადოებამ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

“შეჩვეულები ვიყავით, რომ „ენდიაის“ კვლევა უნდა გამოქვეყნებულიყო, შიგნით უნდა ყოფილიყო 12 პროცენტი „ქართული ოცნება“, ამაზე უნდა ენერვიულა მთელ ოპოზიციას თუ არაოპოზიციას, ყიჟინა ჰქონოდა. შემდეგ დადგებოდა არჩევნების დღე და „ქართული ოცნება“ იგებდა.

გამოცდილება გვაჩვენებს, რომ როგორც ჩვენ ვაფასებთ ხოლმე ჩვენს საარჩევნო მიზნებს, საბოლოო ჯამში მართლდება. მათ შორის შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ წინასწარ განჭვრიტა, რამდენი მანდატი ექნებოდა „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის პარლამენტში, არათუ პროცენტები თქვა. 90 მანდატი რომ გვექნებოდა, ეს თქვა და 90 მანდატი ავიღეთ 2020 წლის პარლამენტში. ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ჩვენი მიზანი. ასე რომ, ამას ვუმიზნებთ ჩვენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები