“რომ შევხედოთ დღევანდელ ოპოზიციას, ამ ხალხს რა უნარი აქვს, რომ ქვეყანა მართოს” – შალვა პაპუაშვილი

“რომ შევხედოთ დღევანდელ ოპოზიციას, ამ ხალხს რა უნარი აქვს, რომ ქვეყანა მართოს? ხალხს, რომელსაც არანაირი გეგმა არ აქვს, არანაირი ხედვა არ აქვს”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, რაიმე გზით მოვიდეს ხელისუფლებაში და შემდეგ ქვეყანა ლანგრით მიართვას უცხოელ პატრონებს.

“ამ პროცესებმა ერთი რამე აჩვენა ქართველ ხალხს. თუ გვერდზე გადავდებთ დიდ პოლიტიკურ თემებს, კერძოდ, იმ გამოწვევებს რაც ოპოზიციის სახით საქართველოს აქვს, ის თუ ვისი ინსტრუქციებით მოქმედებენ, ის რომ სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ და არა ქვეყნის, ეს ყველაფერი გვერდზე რომ გადავდოთ, სუფთა პრაგმატულადაც, რომ შევხედოთ დღევანდელ ოპოზიციას, ამ ხალხს რა უნარი აქვს, რომ ქვეყანა მართოს? ხალხს, რომელსაც არანაირი გეგმა არ აქვს, არანაირი ხედვა არ აქვს. ერთადერთი დაკავებული არიან იმით, რომ ხელოვნური რაღაც პლატფორმები ჩამოაყალიბონ. და იმასაც ამბობენ საბოლოო ჯამში, რომ რაღაც ტექნიკურ მთავრობას შექმნიან თითქოს. ანუ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა კი არ უნდათ, ქართველი ხალხის ინტერესების თუ მათი სატკივრის გაზიარება კი არ უნდათ, უნდათ მოკლე პოლიტიკური მიზნები, რომელიც დასახული აქვთ იმისთვის, რომ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება და მერე რას გააკეთებენ კაციშვილმა არ იცის. აი ასეთი ქაოტურები არიან საბოლოო ჯამში. და რატომ არიან ასეთი ქაოტურები?! რატომ არის რომ ლიდერები არ ჰყავთ სინამდვილეში? ეს არის სხვადასხვა სახე, რომელსაც ანაცვლებენ იმის მიხედვით თუ პრობლემური გახდება ერთი სახე, მეორით ჩაანაცვლებენ. იმიტომ არ ჰყავს, რომ არც სჭირდებათ ლიდერი. როდესაც იღებ მითითებებს გარედან, იქ ლიდერი შეიძლება ხელისშემშლელიც კი იყოს. ეს არის ერთგვარი, ერთფეროვანი გაერთიანება ე.წ. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მოქმედებს არა საკუთარი გადაწყვეტილებებით, არამედ გარედან კარნახით და ასეც იქნება.

ხელისუფლება მათ არ უნდათ თავისთვის და არ უნდათ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მართონ. ეს ხელისუფლება მათ უნდათ იმისთვის, რომ მერე ლანგრით მიართვან თავის უცხოელ მფარველებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები