მაჭავარიანი – ხაზარაძე-გახარიაზე: შიგნით ჰქონდათ ისეთი ტიპის საუბრები, რომ სიაში ადგილებს ვერ ინაწილებდნენ

“ფიზიკურად, არანაირი პოლიტიკური კულტურა და კლასი არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ შიგნით ჰქონდათ ისეთი ტიპის საუბრები, რომ სიაში ადგილებს ვერ ინაწილებდნენ, ერთმა მეორეს არ დაუთმო და ა.შ. “, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ხაზარაძე-გახარიას ვერშემდგარ პოლიტიკურ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ორივე ძალიან ამბიციური და ძალიან დიდი ეგოს მატარებელია.

“აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება ვერ მოხდა. ისინი კოალიციას ერთმანეთთან გააკეთებენ და ხელისუფლებაში ჩვეულებრივად “ნაციონალური მოძრაობა” ბრუნდება. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია იმაში, რომ უფრო ბოროტი ძალა მოვა ამ შემთხვევაში ხელისუფლებაში, ვიდრე ისინი იყვნენ 12 წლის წინ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მათი მობრუნების შანსი ნულია”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები