ირაკლი კირცხალია: საზოგადოება ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ ვისთან აქვს საქმე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით

“ისინი არაფერზე დაიხევენ უკან, თუნდაც, ვინმეს ლიკვიდაციაზე მიდგეს საქმე. საზოგადოება ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ ვისთან აქვს საქმე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილის, დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში კანონდარღვევით შემოსვლის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

„ის შემოვიდა საშინელების ჩადენისთვის, რაც ვნახეთ რამდენიმე წლის წინ. მინდა, საზოგადოებას გავახსენო ბატონი პრემიერის განცხადება, როდესაც წინასაარჩევნო ერთ-ერთი შემაჯამებელი შუალედური ბრიფინგი იყო, მან განაცხადა, რომ არის ინფორმაცია, რომ ცდილობენ, მაქსიმალური დესტრუქცია და არეულობა შემოიტანონ. ისინი არაფერზე დაიხევენ უკან, თუნდაც, ვინმეს ლიკვიდაციაზე მიდგეს საქმე. საზოგადოება ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ ვისთან აქვს საქმე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები