ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშესთან, ალექსანდრ ტიგაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა 

“შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშესთან, ალექსანდრ ტიგაისთან”,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ტიგაის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

“შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა ბიუროსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ერთობლივი ღონისძიებების, პოლიციელთა გადამზადებისა და სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები