“ვინ ეკითხება გახარიას ან მამუკა ხაზარაძეს, როგორ უნდა მოიქცნენ?! ისინი იღებენ დავალებას” – კირცხალია

პარტიების – “საქართველოსთვის” და “ლელო” ამ ეტაპისთვის ვერშემდგარ გაერთიანებას მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი კირცხალია ეხმაურება.

როგორც დეპუტატი ამბობს, აღნიშნული პარტიები დავალებას იღებენ.

“ჩვენ საზოგადოებას დავუანონსეთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვნახავდით ბევრ უნიჭო სპექტაკლს და უნიჭო საპნის ოპერის ნაწყვეტებს ამათ გაერთიანება-დაშლებზე.

ვინ ეკითხება გახარიას ან მამუკა ხაზარაძეს, როგორ უნდა მოიქცნენ?! ისინი იღებენ დავალებას. ერთ-ერთი დავალება იყო, პოლიტიკურ დღის წესრიგს თუ შექმნიდნენ და ესეც ვერ შექმნეს”, – აღნიშნავს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები