“არც გახარიას, არც ხაზარაძეს და არც ზურაბიშვილს საკუთარი აზრი არ გააჩნიათ” – იონათამიშვილი

“არც გახარიას, არც ხაზარაძეს და არც ზურაბიშვილს საკუთარი აზრი არ გააჩნიათ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ისინი სხვების დავალებით მოქმედებენ.

“იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინონ, ე.წ. შოეუბს დგამენ, მაგრამ ამის დადგმაშიც და შესრულებაშიც ძალიან უნიჭოები არიან, როგორც სხვა ყველაფერ დანარჩენში, გარდა გადაგდებების, ღალატისა და თაღლითობის, თუ ამას ნიჭი სჭირდება. ისინი ერთად დალაგდებიან თუ ცალ-ცალკე, ნებისმიერ შემთხვევაში გამანადგურებელი შედეგი ელოდებათ, რადგან მათი ინტერესია, ქვეყანას და მის განვითარებას ებრძოლონ. ვინც ამ არჩევანის მომხრედ წავიდა, ყველამ წააგო და ესენიც მწარედ წააგებენ”, – აღნიშნავს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები