დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: ეს ნეკროფილი ლეშიჭამიები ახლა უბედური კესარია-ბესოს ცხედარს ჩაეჭიდნენ – თითოეული დაღუპული ახალგაზრდა გოგონასა თუ ბიჭის ირგვლივ როგორ დაუფარავ სიხარულს გამოხატავენ ხოლმე

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობის გარშემო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს იმ სავალალო სიტუაციას, რასაც ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით ადამიანურ ტრაგედიებთან მიმართებითაც კი ავლენს.
„ეს ნეკროფილი-ლეშიჭამიები ახლა უბედური კესარია-ბესოს ცხედარს ჩაეჭიდნენ. როგორ სატანისტურ მოლოდინს და დაუფარავ სიხარულს გამოხატავენ ხოლმე, ბოლო წლებში, თითოეული დაღუპული ახალგაზრდა გოგონასა თუ ბიჭის ირგვლივ; როგორ დაუღალავად უტარებენ ყოველ ასეთ ადამიანურ უბედურებას თავის ბინძურ „ჟურნალისტურ გამოძიებას”; რა „მაგარი” ექსპერტები, გიდ-პათანატომები მოჰყავთ სტუდიებში; რა „საგამოძიებო” ექსპერიმენტებს ატარებენ შუა მდინარეში; როგორ აერთიანებენ თავის ბინძურ პოლიტიკურ რიგებში გაუგებარი მოტივაციით ზოგიერთ შვილგარდაცვლილ მამას… ამჟამად კი ამ კონკრეტული ადამიანის ორმაგ პირად უბედურებაზე სურთ „მარიანის ღრმულამდე” ფსკერზე დაცემული თავისი რეიტინგების ერთი პროცენტით მაინც წამოწევა. მაგრამ თავის პიროვნულ პოლიტიკურ ამბიციებზე ამ 1%-ის გაყოფითაც მიღებული მეათედ-მეასედი პროცენტიც ვერ უშველის – 27 ოქტომბერს „წესი უნდა აგიგოთ”, ჯანდაბას თქვენი თავი. უფალმა კი შეიწყალოს გარდაცვლილი და დააწყნაროს მისი წუთისოფელშივე აღელვებული სული…”, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები