კახა კალაძე გახარია-ხაზარაძის გაერთიანებაზე: არ ვიცი, რა ესაქმება პრეზიდენტს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში

„გახარიასა და ხაზარაძეს ერთმანეთი არ მოსწონთ, თუმცა, დაავალეს გაერთიანება, რომ საარჩევნო ბარიერი როგორმე ერთად გადალახონ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი თემის კომენტირებისას.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შესაძლო გაერთიანების საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებში რატომ არის ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„არ ვიცი საერთოდ პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში. თუმცა, ყველაფერი ძალიან მარტივია და საზოგადოებისთვისაც ცხადია. ეს ყველაფერი მოდის გარედან, ხდება გარე დირექტივების შესრულება. უბრალოდ ამაში ჩართულია სალომე ზურაბიშვილი და ის კონკრეტული ორი პოლიტიკური პარტია. მათ, რა თქმა უნდა, ერთმანეთი არ უყვართ, არც მოსწონთ. რეალურად ერთმანეთს მსოფლმხედველობითაც აცდენილები არიან – ერთი „თვალთხარიას“ ეძახდა, მეორე – „თაღლითს“. ვიცით მათი დამოკიდებულება, უბრალოდ ორივე მათგანის პარტიას საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, დაავალეს გაერთიანება და ასეც იქცევიან. სურვილი აქვთ, რომ ამ გაერთიანებით, როგორმე ბარიერი გადალახონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები