“ხაზარაძე სთავაზობს გახარიას სრულიად დამამცირებელ გაერთიანებას” – ოდიშარია

“ხაზარაძე სთავაზობს გახარიას სრულიად დამამცირებელ გაერთიანებას”, – ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია ხაზარაძე-გახარიას შესაძლო პოლიტიკურ გაერთიანებას.

დეპუტატის განმარტებით, ხაზარაძე და გახარია პოზიციებს ვერ იყოფენ.

“როგორ ცრუპენტელობენ, წვრილმანობენ, როდესაც ხალხს ეუბნებიან, რომ, თურმე, მოლაპარაკებებს აწარმოებენ არა თანამდებობისა და სიების ირგვლივ, არამედ, ალბათ,

წალენჯიხის გასაბერი აუზის დაფუშვისა და დასაწყობების საქმესთან დაკავშირებით. სხვა ვერსია მე არ მაქვს. ეს ადამიანები ახლა ვერ იყოფენ პოზიციებს, ახლა აქვს საუბარი იმაზე, რომ ხაზარაძე სთავაზობს გახარიას სრულიად დამამცირებელ გაერთიანებას – პარიტეტს. პარიტეტი, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ პარტია “ლელოსთან” პარიტეტს გულისხმობს? გულისხმობს “ლელოს” მიერ შემოერთებულ მცირე-მცირე ანასხლეტებთან გაიგივებას გახარიასი. ალბათ, ეს გახარიას არ ეპიტნავება და წვალობენ,” – აცხადებს ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები