“ჩვენ გვსურს, რომ პარტნიორისგან ისეთივე თანასწორი დამოკიდებულება ვიხილოთ, როგორადაც ჩვენ ვეპყრობით მას” – ოდიშარია

“კომუნიკაციაში აქტიურად მიმდინარეობს მანიპულაცია იმის შესახებ, თითქოს, „ქართული ოცნება“ აპირებს, გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას – არა, აქ საუბარი იყო ურთიერთობების თვისებრივად გადახედვაზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს არა უფროსი მეგობარი, არამედ  თანასწორუფლებიანი პარტნიორი სჭირდება.

“ჩვენ გვსურს, რომ პარტნიორისგან ისეთივე თანასწორი დამოკიდებულება ვიხილოთ, როგორადაც ჩვენ ვეპყრობით მას, ერთმანეთის მიმართ ვიყოთ ისეთივე უანგარონი, როგორიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ქართველი ხალხი იყვნენ დღემდე აშშ-ის ხელისუფლებასა და ხალხის მიმართ. გახსოვთ ალბათ ყველა მისიაში, სამშვიდობო იყო ეს თუ სამხედრო, ყოველგვარი დათქმებისა და პირობების გარეშე ქართველი ხალხი, ქართველი ჯარისკაცები ედგნენ, როგორც მყარი პარტნიორები და მეგობრები აშშ-ის ხელისუფლებასა და ხალხს. თუმცა მე მაშინ არ მახსენდება ახლა რეზოლუციებით მოხმალავე ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც თავადაც და მისი ხალხიც (ბოდიშს ვიხდი ამ სახელმწიფოებთან და ხალხთან) ჩირგვებში იმალებოდნენ, როდესაც ქართველი ხალხი, ქართული ჯარი და ჩვენი ბიჭები სისხლს ღვრიდნენ სწორედ იმ ფიქრით და მიზნით, რომ აშშ მაქსიმალურად ცდილობდა დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას და ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვას გლობალურად მთელ სამყაროში”, – განაცხადა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები