“მტკიცდება, რომ რამდენჯერაც იყო განცხადება პოლიციელზე თუ სასამართლოზე, ყველა იყო ცრუ ბრალდება” – პაპუაშვილი
“თავად დრო, რომელიც იქნა შერჩეული ამ გადაწყვეტილების გასაჟღერებლად, რა თქმა უნდა აჩენს იმის აღქმას, რომ ეს დაკავშირებული არის არჩევნებთან და არის გარკვეული სურვილი ხელი წაკრან ოპოზიციას იმისთვის, რომ ხედავენ, რომ აბსოლუტურად არაფრის მაქნისი ოპოზიცია გვყავს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში, აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ისაუბრა.
“ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვეუბნება, რომ ასეთი ბრალდებები, როგორც წესი, არის ცრუ ბრალდებები და ცრუ ნარატივი. რა არის ამის მოტივი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მტკიცდება, რომ რამდენჯერაც იყო განცხადება პოლიციელზე თუ სასამართლოზე, ყველა იყო ცრუ ბრალდება. შესაბამისად, ამის დამაჯერებლობა და ეფექტი საზოგადოებაზე არ არსებობს. ეს არის ნულოვანი. თავად დრო, რომელიც იქნა შერჩეული ამ გადაწყვეტილების გასაჟღერებლად, რა თქმა უნდა აჩენს იმის აღქმას, რომ ეს დაკავშირებული არის არჩევნებთან და არის გარკვეული სურვილი ხელი წაკრან ოპოზიციას იმისთვის, რომ ხედავენ, რომ აბსოლუტურად არაფრის მაქნისი ოპოზიცია გვყავს. ასეთი სამარცხვინო ოპოზიცია საქართველოს არ ჰყოლია ალბათ არასდროს. საარჩევნო კამპანიას მათ უწარმოებენ გარედან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ესეც აჩენს აღქმას, რომ ეს დაკავშირებულია არჩევნებთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.