მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია პრეზიდენტის სასახლეში მორიგ შეხვედრას მართავენ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი – მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს – გიორგი გახარიას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მორიგ შეხვედრას მართავენ.

გახარია და  ხაზარაძე ორბელიანების სასახლეში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს 16 სექტემბერს გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები