ზელენსკი – ომის მიმდინარეობა პარტნიორების მიერ იარაღის სწრაფ მიწოდებაზეა დამოკიდებული

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის მიმდინარეობა დამოკიდებულია პარტნიორების მიერ იარაღის სწრაფ მიწოდებაზე.

„ჩვენი ბრიგადები უკრაინელების მამაცობისა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით ფრონტის ხაზს ინარჩუნებენ. ამჟამად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიგრძნოთ ჩვენი შეთანხმებების გავლენა წინა ხაზზე. ეს შეთანხმებები უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად – ომის მიმდინარეობა ამაზეა დამოკიდებული. მხოლოდ ქმედებები, რომლებიც აძლიერებს უკრაინის პოზიციებს და აუარესებს ოკუპანტების მდგომარეობას, აიძულებს რუსეთს მშვიდობის ძიებისკენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები