„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონში არცერთი მუხლი არ არის დისკრიმინაციული” – ბოჭორიშვილი

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონში არცერთი მუხლი არ არის დისკრიმინაციული”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საუბარია იმ ფასეულობებისა დაცვაზე, რომლებიც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ინტერესშია.

“ამ კანონში არცერთი მუხლი არ არის, რომელიც შეიძლება იყოს განხილული, როგორც დისკრიმინაციის გაძლიერება ან დისკრიმინაციული. ეს არ არის კანონი, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს კონსტიტუციასთან ან ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან. სამწუხარო რეალობაა, რომ ხშირად განცხადებები გვესმის საკითხის ძირფესვიანი შესწავლისა და შინაარსის კარგად გაცნობიერების გარეშე. საუბარი არ არის არანაირ დისკრიმინაციაზე, ვსაუბრობთ იმ ფასეულობებისა და ღირებულებების დაცვაზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ინტერესშია. სწორედ ეს არის დემოკრატია და ამისთვის არსებობს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომ, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გადადგას ნაბიჯები. დისკრიმინაციას რაც შეეხება, ამ კანონში არცერთი მუხლი არ მოიძებნება, რომელიც შეიძლება იყოს დისკრიმინაციული“, – განმარტა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები