ხაზარაძისა და  გახარიას პარტიების გაერთიანებაზე ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა – კონსულტაციები გრძელდება

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა – მამუკა ხაზარაძემ და პარტია „საქართველოსთვის თავმჯდომარემ – გიორგი გახარიამ მორიგი პირისპირ შეხვედრა გამართეს.

როგორც გახარიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ამ ეტაპზე, შეთანხმება ვერ შედგა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კოალიციამ გახარიას შესთავაზა, ყოფილიყო მისი თანაბარსრულუფლებიანი პარტნიორი. მანვე აღნიშნა, რომ ეს მათი პირადი მოლაპარაკებაა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს წინასაარჩევნოდ გაერთიანებისკენ მოუწოდა და გუშინ ორბელიანების სასახლეში კონსულტაციებისთვის უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები