ვოლსკი – ბორელის განცხადებაზე: ეს არ არის თემა, რომელიც ერთჯერად პოლიტიკურ აქტივობად უნდა იქნეს განხილული, ჩვენი საზოგადოება უნდა დავიცვათ

,,ეს არ არის თემა, რომელიც ერთჯერად პოლიტიკურ აქტივობად უნდა იქნეს განხილული, ჩვენი საზოგადოება უნდა დავიცვათ”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომელმაც საქართველოს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, საზოგადოების პროპაგანდისგან დაცვა აუცილებელია.

„ტენდენცია, რომელიც ამ მხრივ მიმდინარეობს, განსაკუთრებით ბავშვების საყურადღებო პროპაგანდა, რომელიც ჩვეულებრივ ნორმად იქცა ზოგიერთ ქვეყანაში, ზოგიერთ სტრუქტურაში, რა საკვირველია მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა დავიცვათ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები