ვახტანგ ჭარაია: ჯანსაღი მიდგომაა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ იყოს ნებადართული საქართველოს მოქალაქის სანქცირება

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, ჯანსაღი მიდგომაა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ იყოს ნებადართული საქართველოს მოქალაქის სანქცირება.

„საქართველოს მოქალაქეს თავის ქვეყანაში რომ შეეზღუდოს საბანკო ოპერაცია, ისე რომ სახელმწიფოს მის წინააღმდეგ არავითარი შეზღუდვა არ აქვს, მაგალითად ვერ მიიღოს ხელფასი, ვერ გადარიცხოს თანხა და ა.შ. ჩემი აზრით ამ შემთხვევაში საჭიროა მისი უფლებების დაცვა. იმიტომ, რომ თუ საქართველოს მოქალაქეს უცხო ქვეყანა ასანქცირებს, ის ასანქცირებს თავისი ხედვითა და კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს მის სახელმწიფოში. საქართველოში რომ დაასანქციროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ამას სხვა პროცედურები სჭირდება.

იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ირჩევს გზას, რომ ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, არ იყოს ნებადართული მოქალაქის სანქცირება საქართველოს ტერიტორიაზე ვფიქრობ, ეს ჯანსაღი მიდგომაა.

არ არის პრეცედენტი არც სარეიტინგო და არც ინვესტიციების კუთხით საფინანსო სექტორში საგანგაშო. საქართველოს საფინანსო სექტორში ინვესტიციებმა 2022 წელს $ 538 მილიონი შეადგინა, 2023 წელს, როცა ეს კანონი მიიღეს გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა $583 მილიონამდე, ხოლო 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით შეადგენს $250 მილიონს“, – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები