“არაერთი შემთხვევა მახსოვს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც, პირდაპირი მნიშვნელობით, მიკერძოებულები არიან” – გორდულაძე

“არაერთი შემთხვევა მახსოვს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც, პირდაპირი მნიშვნელობით, მიკერძოებულები არიან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

დეპუტატის თქმით, “ისინი არასდროს საუბრობენ იმ დარღვევებზე, რომლებიც “ქართული ოცნების” მიმართ ხდება”.

“ისინი ყოველთვის იგონებენ რაღაც შემთხვევებს, თითქოს, ოპოზიციური პარტიების მიმართ რაღაცები ხდება. სამწუხაროდ, ეს ადამიანები არ არიან ნეიტრალურები, ობიექტურები და “ქართული ოცნების” შტაბის, მისი წევრების თუ ჩვენი მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ არაერთ დარღვევასთან დაკავშირებით არასდროს არაფერს ამბობენ. იმ სიმართლით იარონ, როგორითაც დადიან”, – აღნიშნავს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები