ფაშინიანი: სომხეთი ხელიდან არ გაუშვებს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ ქვეყანა დაინახავს ევროკავშირში გაწევრიანების შანსს, ის მას ხელიდან არ გაუშვებს.

„თუ ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მეტ-ნაკლებად რეალურ შესაძლებლობას დავინახავთ, მათ შორის გავუმკლავდებით იმ შესაძლო საფრთხეებს, რაც ამ გზაზე დაგვხვდება, ჩვენ ამ მომენტს ხელიდან არ გავუშვებთ“, – თქვა ფაშინიანმა.

მისი აზრით, სომხეთის ურთიერთობები ევროკავშირთან გამჭვირვალე უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები