მიხეილ დუნდუა: საქართველო გამორჩეული ქვეყანაა მსოფლიოში კორუფციისგან თავისუფლებით – კორუფციის არარსებობით არის ევროპის საუკეთესო ოცეულში

“საქართველო გამორჩეული ქვეყანაა მსოფლიოში კორუფციისგან თავისუფლებით. კორუფციის არარსებობით არის ევროპის საუკეთესო ოცეულში და უსწრებს ევროკავშირის, ნატოს წევრ უამრავ ქვეყანას, მათ შორის დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს”, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ “ქრონიკას” განუცხადა.

მისივე თქმით, ეთილსინდისიერების მმართველობით საქართველო შეძლებს წლიდან წლამდე საუკეთესო შედეგების დადებას.

„საქართველო, თავისი კეთილსინდისიერების მმართველობით არის მიზიდულობის ცენტრი ბიზნესწრეებისთვის, რომ საქართველოში გააკეთონ ბიზნესი, შექმნან დოვლათი და კეთილდღეობა. ასე, რომ კეთილსინდისიერების მმართველობით საქართველო შეძლებს წლიდან წლამდე საუკეთესო შედეგების დადებას“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები