“ხომ ემჩნეოდათ ხაზარაძესაც და გახარიასაც, რომ ისინი არ იყვნენ ამ ქორწინების მომხრე” – მაჭარაშვილი

“ხომ ემჩნეოდათ ხაზარაძესაც და გახარიასაც, რომ ისინი არ იყვნენ ამ ქორწინების მომხრე”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიების შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა.

„უნდათ, რომ ორი პოლიტიკოსი პოლიტიკურად დააქორწინონ მიუხედავად მათი სურვილის არქონისა. ხომ ემჩნეოდათ ხაზარაძესაც და გახარიასაც, რომ ისინი არ იყვნენ ამ ქორწინების მომხრე, მაგრამ მათ ვინ ეკითხებათ – ისე მოიქცევიან, როგორც უცხოური ძალა გადაწყვეტს. მაგრამ მაინც შევახსენოთ საზოგადოებას, რომ გახარიას და „ლელოს“ ამომრჩევლების გარკვეული რაოდენობა აუცილებლად განაწყენდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები