“ვაკვირდები, როგორ უხეშად ერევა აშშ ჩვენს შიდა საქმეებში; ეს ახალი სანქციებიც უკვე წითელ ზღვართან მიახლოების ნიშანია” – მაჭავარიანი

“ვაკვირდები, როგორ უხეშად ერევა აშშ ჩვენს შიდა საქმეებში, მით უმეტეს, საარჩევნო პერიოდში ვართ და ეს ახალი სანქციებიც უკვე წითელ ზღვართან მიახლოების ნიშანია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა “ქრონიკას” განუცხადა.

“ჩვენ გვახსენდება, მოსამართლეები რომ დაგვისანქცირეს და არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, დეპუტატებზე გავრცელდა იგივე მესიჯი რომ დასანქცირებული ვართ და დღემდე ვერ გავიგეთ ვინ ვართ სანქციების ქვეშ. ახლა უკვე სამართალდამცავების დასანქცირება და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამით ცდილობენ რომ ნაციონალური მოძრაობა უფრო გააცოცხლონ და მეტი შანსი მისცენ არჩევნებში, რაც კონტრპროდუქტიულია.

ქალბატონ დანიგანს შეუძლია, ძალიან დიდი როლი შეასრულოს ჩვენი ურთიერთობის გადატვირთვაში, განსხვავებით ქალბატონი დეგნანისგან, რომელიც უკვე აღარ არის ელჩი.

ჩვენ ყველანაირ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა საპასუხოდ გადმოდგმულ ნაბიჯს აშშ-სგან დღემდე ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები