გიორგი კალანდარიშვილი: პირველად ხდება, რომ ეროვნული მასშტაბით, ამომრჩეველთა 90 პროცენტს ექნება შესაძლებლობა, არჩევნებში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით მიიღოს მონაწილეობა

“პირველად ხდება, რომ ეროვნული მასშტაბით, ამომრჩეველთა 90 პროცენტს ექნება შესაძლებლობა, არჩევნებში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით მიიღოს მონაწილეობა”, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა  “პირველი არხის” გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ განაცხადა.

კალანდარიშვილის თქმით, ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი შესაბამის დოკუმენტში გახდა საარჩევნო კულტურის განვითარება, რომლის მთავარ აქტივობას და ამოცანას წარმოადგენს ამომრჩეველთა ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელება.

„ერთი მხრივ, ეს არის ამომრჩეველთა რეგისტრაციის, იგივე ვერიფიკაციის, იდენტიფიკაციის აპარატების გამოყენება, როდესაც ამომრჩეველი ელექტრონული ID ბარათის, ან პასპორტის გამოყენებით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და დადასტურდება მისი მონაწილეობა შესაბამისი აპარატის გამოყენებით. მეორე მხრივ, საუბარია ხმის მთვლელი, ე.წ ოპტიკური სკანერების ტიპის აპარატების გამოყენებაზე, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების დაჩქარებულად დათვლას, სიზუსტეს მონაცემებთან მიმართებით, ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას. ტექნოლოგიურ ინტერვენციაზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მესამე კომპონენტი. ეს არის პლანშეტების გამოყენება, როგორც ტრადიციულ, ასევე მოდერნიზებულ საარჩევნო უბნებზე, რომელთა მეშვეობითაც პირდაპირ საარჩევნო უბნებზე განხორციელდება შედეგების, წინასწარი მონაცემების, თუ შემდგომ საბოლოო მონაცემების უშუალოდ მატერიალური სახით შედგენილი შემაჯამებელი ოქმების ცესკო-ში გადაგზავნა, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებას თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი პროგნოზით, ეს ყველაფერი განხორციელდება საღამოს ცხრა საათიდან 22:00 საათამდე მონაკვეთში.

განვლილმა პილოტებმა ბევრი რამ დაგვანახვა პრაქტიკაში და ბევრი საკითხი გავითვალისწინეთ, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები. ესეც გარკვეულწილად, მზადების ნაწილია და ამან მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც მივედით და რა სერვისსაც 26 ოქტომბერს საზოგადოებას შევთავაზებთ.

ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი შესაბამის დოკუმენტში გახდა საარჩევნო კულტურის განვითარება, რომლის მთავარ აქტივობას და ამოცანას წარმოადგენს ამომრჩეველთა ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელება. ამ მიზნით, შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა და თუ სადმე ტექნოლოგიები დანერგილა და გაკეთებულა რამე აქტივობა, რომელიც საინფორმაციო მიზნებს ემსახურებოდა, ფაქტობრივად, ყველაფრის ინკორპორირება მოვახდინეთ ჩვენ პრაქტიკაში. მეტსაც გეტყვით, უპრეცედენტო მასშტაბის საინფორმაციო კამპანიები განვახორციელეთ ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრით ადრე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები