საფრანგეთის ელჩი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

“საქართველოს ანტი ლგბტ კანონი კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ X-ზე დაწერა.

„LGBT+ პირების ოჯახური ფასეულობებისა და ბავშვის უფლებების სახელით დევნა ეწინააღმდეგება ადამიანის უნივერსალურ უფლებებს და ყველას დაცვის აუცილებლობას სიძულვილის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წაქეზებისაგან, ნებისმიერ ნიადაგზე“, – აღნიშნა შერაზ გასრიმ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, მესამე მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები