გიორგი გახარია: ქვეყანას და სახელმწიფოს თუ დასჭირდა, „ქართულ ქარტიას“ მოვაწერთ ხელს

“ქვეყანას და სახელმწიფოს თუ დასჭირდა, “ქართულ ქარტიას” მოვაწერთ ხელს, არ იქნება ეს პრობლემა, უბრალოდ, ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ”, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია.

„როდესაც სახელმწიფო ინტერესებზეა საუბარი და როდესაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ ერთი არჩევნების პირობებში შევძლოთ, რომ ერთდროულად დავამარცხოთ „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, რა თქმა უნდა, მე ბევრ რამეს ავიტან, ამიტანია და მომავალშიც ავიტან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს. თუ ამაში ვინმე ცუდს ხედავთ ან დამძრახავთ, მივიღებ ამასაც.

ქართულ ქარტიას, მის დიდ ნაწილს ჩვენ მხარს ვუჭერთ. კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს, რომ მხარს ვუჭერთ ქარტიის რეფორმების დღის წესრიგს. ქვეყანას და სახელმწიფოს თუ დასჭირდა, ქარტიას მოვაწერთ ხელს, არ იქნება ეს პრობლემა, უბრალოდ, ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ქარტიას, როგორც ასეთს, მის სულისკვეთებას მხარი უნდა დავუჭიროთ და ვუჭერთ ისევე, როგორც ქალბატონ პრეზიდენტის ძალისხმევას”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები