მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია პირისპირ შეხვედრას მართავენ

ამ წუთებში, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი – მამუკა ხაზარაძე და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე – გიორგი გახარია პირისპირ შეხვედრას მართავენ.

ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გახარიას ზურაბიშვილის მიერ სადილზე მიპატიჟების შემდგომ სთხოვა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სადილი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, გიორგი გახარიას თხოვნით, ის 18:00 საათამდე გადაიდო.

სალომე ზურაბიშვილმა პარტიებს გაერთიანების შესახებ ინიციატივით მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები