“ოპოზიცია კრუნჩხვებში ჩავარდა, როგორც კი გაიგო, რომ შეიძლება, მშვიდობიანად აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა” – მაჭარაშვილი

“ოპოზიცია კრუნჩხვებში ჩავარდა, როგორც კი გაიგო, რომ შეიძლება, მშვიდობიანად აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა”, – განაცხადა “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამიტომ სჭირდებათ კონსტიტუციური უმრავლესობა.

„ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ოპოზიციას, პირდაპირი გაგებით, „აეწვა“, რადგან ნახეს, რომ, დიდი ალბათობით, შეიძლება დადგეს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის საკითხი. ამ შემთხვევაში, კონსტიტუციაში საჭირო იქნება ცვლილებები. სწორედ ამიტომ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ოპოზიცია კრუნჩხვებში ჩავარდა, როგორც კი გაიგეს, რომ შეიძლება, ჩვენ შევრიგდეთ და მშვიდობიანად აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა. საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება, რადგან ეს ხალხი დაბლოკავს ტერიტორიულ მთლიანობას. მათ მცდელობა ჰქონდათ, ოსები და აფხაზები ოკუპანტებთან გაეიგივებინათ. წარმოიდგინეთ, რა იკადრეს. ეს რუსეთ-საქართველოს ომი იყო და ოპოზიცია ამბობს, თურმე ოსებთან და აფხაზებთან ვომობდით. ეს არის მათი ნარატივი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათი ინტერესია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ მოხდეს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები