გურამ მაჭარაშვილი: როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგება და კონსტიტუციაშიც ცვლილების შეტანა დაგვჭირდება, ოპოზიცია ამას მხარს არ დაუჭერს, ამიტომაც, საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება
„პირველ რიგში, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ [თავიდან, როცა ბიძინა ივანიშვილის განცხადება გააპროტესტა ოპოზიციამ], მათ რუსი ოკუპანტები არ უხსენებიათ. მათ პირდაპირ თქვეს – ოსებს რატომ უნდა მოვუხადოთ ბოდიშიო. რუსი ოკუპანტი არავის არ ახსოვდა ორი დღე, მხოლოდ მერე დაფიქრდნენ, რაც ჩვენ გავაკეთეთ კომენტარები ამასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე – „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები”, ოპოზიციის უარყოფითი რეაქციის შეფასებისას.