კირცხალია – “ლელოსა” და “გახარია საქართველოსთვის” შესაძლო გაერთიანებაზე: მიიღეს დავალება, დაიბარა, ბიჭები მიდიან და შეასრულებენ

“მათი გაერთიანება და მისი თამადობაც ამ ყველაფერში, პირდაპირპროპორციულად კავშირშია გარე ძალებთან, რომლისგანაც იმართებიან”, – ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი კირცხალია სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომ “ლელო” და “გახარია საქართველოსთვის” უნდა გაერთიანდნენ.

“მიიღეს დავალება, დაიბარა, ბიჭები მიდიან და შეასრულებენ. მაგრამ, სახელმწიფოებრივად წინასაარჩევნო პერიოდში, პირდაპირ გეუბნებით, მათ პრინციპებს, მორალს და ღირებულებებს, რის საფუძველზეც ერთიანდებიან, 26 ოქტომბერს მათივე ამომრჩეველი საკადრის პასუხს გასცემს”, – აღნიშნავს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები