“ჩვენთვის ყოველთვის გაუგებარი და გულდასაწყვეტი არის ხოლმე ის განცხადებები, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ კეთდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს და ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის, ასევე, “ალტ-ინფოს” დამფუძნებლისა და ერთ-ერთი წევრის დასანქცირებასთან დაკავშირებით – ეხმაურება.
“ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც მიმართულია “ქართული ოცნების” გუნდის წინააღმდეგ, ყოველთვის ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არის მცდელობა საარჩევნო კამპანიაში ჩარევისა და მასზე ზეგავლენის მოხდენის, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ზუსტადაც ჩვენს სტრატეგიულ ქვეყნებშიც აკრძალულია გარედან ჩარევები”, – აცხადებს გორდულაძე.