არჩილ გორდულაძე: ჩვენ მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა უზრუნველვყოთ ლგბტ პროპაგანდისგან ჩვენი ბავშვების, ჩვენი მომავლის დაცვა

„ნებისმიერი ქართველი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია მთავარი ღირებულება – ეს არის ის ღირსება, რომლითაც ვართ ამაყები, ეს არის ოჯახი, ეს არის ჩვენი რწმენა, ჩვენი მომავალი – არასრულწლოვნები”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიღებულ იქნება ცვლილებები, რომელიც პროპაგანდისგან მომავალი თაობების დაცვას უზრუნველყოფს.

,,შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც შესაბამის კანონებში აისახება, რათა უზრუნველვყოთ ლგბტ პროპაგანდისგან ჩვენი ბავშვების, ჩვენი მომავლის დაცვა. ამავდროულად, გვაქვს იმედი და დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, იმ რაოდენობით დაგვიჭერს მხარს, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვქონდეს და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვა გარანტირებული იყოს საკონსტიტუციო დონეზეც“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი დღეს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების“ დაცვის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები