ოდიშარია – კეზერაშვილზე: პოლიტიკურ ლანდშაფტზე ამ ადამიანებს ლობირებენ

“პოლიტიკურ ლანდშაფტზე ამ ადამიანებს ლობირებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ბექა ოდიშარიამ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.

„არსებობს გლობალური ომი მსოფლიოში, არსებობს გლობალური ლობიც მათ შორის, რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ ლობირებენ სააკაშვილსნაირ, პრაქტიკულად დამნაშავედ გამოცხადებულ ადამიანს, კეზერაშვილისნაირს, და ზოგადად აქაც საქართველოში, პოლიტიკურ ლანდშაფტზე ამ ადამიანებს ლობირებენ ისინი. რატომ? მიზანი ერთია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გაუშვან რამენაირად ხელისუფლებიდან და მოიყვანონ მათი მონა მორჩილი გოგო ბიჭები“, – განაცხადა  ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები