“გვახსოვს რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ითხოვდნენ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასაც და ჰქონდათ პრეტენზია, ძალაუფლება ხელში აეღოთ” – გორდულაძე
“თვითონ [„ენჯეოები“] ხომ ამბობენ, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან და საქმიანობას ახორციელებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არ გვაინტერესებს უცხო ძალის ინტერესებიო. თუ აქ არის ლოგიკა და ისინი მართლები არიან, მაშინ სახელმწიფოს დაფინანსების შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესების გატარება რა შუაშია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ საიდან ფინანსდება და რაში იხარჯება თანხები, ხომ არ არის მოცემულობა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, პირდაპირი მნიშვნელობით გვაქვს შემთხვევები, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის, მათ შორის, იმ დეზინფორმაციის, რაც ოჯახური ღირებულებების, ეკლესიის, რწმენის წინააღმდეგ მიმდინარეობს ხოლმე. გვახსოვს რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ითხოვდნენ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასაც და ჰქონდათ პრეტენზია, რომ ხელისუფლება და ძალაუფლება ხელში აეღოთ. ხალხი არის ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო და ხალხის ლეგიტიმაციის გარეშე, უცხო ძალის დაფინანსებით ცდილობდნენ, რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, რაც გამორიცხულია“, – განმარტა დეპუტატმა.