“ვხედავთ, რომ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც კანონის შესაბამისად მოქმედებენ, გარკვეული ბულინგის და მუქარის მსხვერპლიც კი არიან” – გორდულაძე

“მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ ქილიკს, ირონიას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან თუ პოლიტიკური პარტიებისგან, რომ ამ ყველაფრით მოხდება არასამთავრობოების მოსყიდვა, რადგან სახელმწიფოსგან წამოსულ ფულს სახელმწიფოს ინტერესი მოჰყვება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

დეპუტატმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება შეაფასა,  რომლის მიხედვითაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდება საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

“პრემიერმა განაცხადა, რომ პირადად მისი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კორუფციასთან ბრძოლაა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, დაფინანსდებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც იმუშავებენ იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები გამოვლინდეს. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, ვინ, საიდან ფინანსდება, რა თანხები იხარჯება და ამ ინფორმაციის საფუძველზე გარკვეული დასკვნები გამოიტანოს. ვხედავთ, რომ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც კანონის შესაბამისად მოქმედებენ, გარკვეული ბულინგის და მუქარის მსხვერპლიც კი არიან“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები