“როგორ შეიძლება, მოსყიდვას ემსახურებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება – კოლექტიური “ნაცმოძრაობა” რომ მოსყიდვაზე გაგესაუბრება, ტრაგიკომედიაა” – კირცხალია

“როგორ შეიძლება, მოსყიდვას ემსახურებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება – კოლექტიური “ნაცმოძრაობა” რომ მოსყიდვაზე გაგესაუბრება, ტრაგიკომედიაა უბრალოდ, მოსყიდულები არიან მთელი მათი დღე და მოსწრება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი კირცხალია აცხადებს.

“სრული აბსურდია. როგორ შეიძლება მოსყიდვას ემსახურებოდეს ასეთი ეროვნული გადაწყვეტილება და ორგანიზაციების დაფინანსება, რომლის მთავარი პროფილი იქნება ქვეყანაზე, რეალურ საკითხებზე, ჩვენს იდენტობაზე, სახელმწიფოებრიობაზე ზრუნვა. კოლექტიური “ნაცმოძრაობა” რომ მოსყიდვაზე გაგესაუბრება, ტრაგიკომედიაა უბრალოდ. რომელ მოსყიდვაზე აქვთ საერთოდ საუბარი. მოსყიდულები არიან მთელი მათი დღე და მოსწრება”, – აღნიშნავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები