„ენჯეოების“ საქმიანობას რასაც ვუყურებ, არ მჯერა არც მათი დაცული ხმების და არც მათ მიერ გამოვლენილი დიდი დარღვევების” – ხვიჩია

„ენჯეოების“ საქმიანობას რასაც ვუყურებ, არ მჯერა არც მათი დაცული ხმების და არც მათ მიერ გამოვლენილი დიდი დარღვევების”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„სწორად თუ მახსოვს, ეს არის ხალხი, რომელიც ზაფხულში საპროტესტო აქციებს აორგანიზებდა. გახსოვთ, ამხელა პროტესტი როგორ უკვალოდ დაშალეს. ამიტომ, მათი დაცული ხმების არ მჯერა. არც მათ მიერ გამოვლენილი დიდი დარღვევების მჯერა, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ. მათი არ მჯერა, რადგან „ენჯეოების“ საქმიანობას რასაც ვუყურებ, ასიათასიანი აქცია დაშალეს. გაიხსენეთ გაზაფხულის პროტესტები, რაც არასწორი გადაწყვეტილებებით მიანელეს. ახლაც ზუსტად იმავეს ველოდები, ამ საქმეშიც იგივე იქნებიან, მაგრამ იქნებ, ვცდები და გაგვიმართლოს, გამოუვიდეთ”, – განაცხადა ხვიჩიამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები