“როგორ შეიძლება, მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?!” – მდინარაძე
“როგორ შეიძლება, მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?! არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება! “, – წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე.
“P. S. კრიტიკამაც არ დააყოვნა, მართალია, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან და არა საკუთარი ქვეყნის მთავრობის, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ გარესამთავრობო ორგანიზაციები.
მაგალითად,
NED – აფინანსებს აშშ-ს მთავრობა
GIZ – აფინანსებს გერმანიის მთავრობა
USAID – აფინანსებს აშშ-ს მთავრობა
UNDP – აფინანსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
EED – აფინანსებს ევროკავშირი
NDI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი
IRI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი…
ნაცურ-აგენტურული ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა!”, – წერს მდინარაძე.