“გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე” – კალაძე

“გილოცავთ, გილოცავთ ამ საოცარ წარმატებას!”, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჩეხეთთან გამარჯვებას ულოცავს.

“გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე.

მადლობა ჩვენს ბიჭებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც საკუთარ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს აჩუქეს!

მადლობა ნაკრების მწვრთნელებს და ნაკრების თითოეულ წევრს, რომელთა ძალისხმევამაც ეს შედეგი მოგვიტანა!

დიახ, გამარჯვება ჩვენია!

სულ გამარჯვებები, საქართველო!”, – წერს კალაძე.

საქართველომ ჩეხეთი დამაჯერებლად – ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები