დავით ქართველიშვილი – თბილისი პრაიდის წევრებზე: თითოეული თქვენგანის არჩევნებზე არმისვლა ამ არსებების ყულაბაში ჩაგდებული „ლეპტა“ იქნება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში  თბილისი პრაიდის დირექტორის, ანა სუბელიანის ფოტოს ეხმიანება.

„თითოეული თქვენგანის არჩევნებზე არმისვლა – აი, ამ არსებების ყულაბაში ჩაგდებული „ლეპტა“ იქნება“ – წერს ექსპერტი და საზოგადოებას მიმართავს, საარჩევნო უბანზე მისვლისას ახსოვდეთ თუ რას ელის მათგან სამშობლო.

„ამ არსებებს შორის, დააკვირდით ბავშვის სახის გამომეტყველებას. გუშინწინ შვილიშვილებმა მთხოვეს აუზში მათი სინქრონული ჩახტომის კადრი გადამეღო. ფბ-ზე გამოქვეყნებიდან ერთ წუთში (!) მივიღე შეტყობინება: „თქვენი ვიდეო მოიცავს სექსუალურად (!) მიუღებელ შინაარსს, რის გამოც ის წაშლილია, ხოლო განმეორების შემთხვევაში და ა.შ.“. გარწმუნებთ – ამ ფოტოს ესენი არ წაშლიან. მაგრამ, მე მინდა მივმართო იმ ანტინაც და „ანტიიმნაირებს“, ვინც ამ არჩევნებში სახლში დარჩენას ამჯობინებს, რამეთუ ხელისუფლებას ვერ იტანს. ხომ არ გეუბნებით – „ქართულ ოცნებას“ მისცეთ ხმა. მის მიმართ ჩასაფრებულებს, ამას როგორ გაკადრებთ! მაგრამ თითოეული თქვენგანის არჩევნებზე არმისვლა – აი, ამ არსებების ყულაბაში ჩაგდებული „ლეპტა“ იქნება. საარჩევნო უბანში მისულებს კი, ერთხელაც ეს სურათი გქონდეთ გახსნილი სამოტივაციოდ – თუ რა გადაწყვეტილებას ელოდება თქვენგან სამშობლო…“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები