გოგა ხაინდრავა: სასტუმრო Rooms-ში შედგა, Second hand რევოლუციონერთა ყოველწლიური ტრადიციული „სხადნიაკი“
სასტუმრო Rooms-ში შედგა, Second hand რევოლუციონერთა, ყოველწლიური, ტრადიციული „სხადნიაკი“, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც მაკკეინის ორდღიან კონფერენციას ეხმაურება.
როგორც კინორეჟისორი აღნიშნავს, „თუ ვინმე ქართლის დედამ დაწყევლა, გინდა შინ და გინდა გარეთ, ყველა იქ იყო თავმოყრილი, ფერფლით!“
„სასტუმრო Rooms-ში შედგა, Second hand რევოლუციონერთა, ყოველწლიური, ტრადიციული „სხადნიაკი”. თუ ვინმე ქართლის დედამ დაწყევლა, გინდა შინ და გინდა გარეთ, ყველა იქ იყო თავმოყრილი, ფერფლით! შეშფოთება, წუხილი და განცდა, არც ერთს არ ასცდა! ბომონდის სასახლეში ესტუმრნენ ქართულ კოშმარს!“, – წერს ხაინდრავა X-ზე.